პროექტისსახელწოდება: წყალი
პროექტის მთავარი თემა: ჩვენს სკოლას წყალი არ მიეწოდება რეგულარულად. ამ პრობლემის მოსაგვარებლად არსებული ორი ვარიანტიდან ავირჩიოთ საუკეთესო.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დამოუკიდებელი მუშაობის,გაზომვების და გამოთვლების უნარ–ჩვევები.
პროექტის მიზნები:პრობლემის გადასაჭრელად რეალური ვითარების მოდელირება, პრობლემის დამოუკიდებლად დასმა.პრობლემის გადაჭრისას ადექვატური დამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და ტექნოლოგიების შერჩევა და გამოყენება.
მონაწილეთა ასაკი:15–17 წელი.
პროექტის ხანგრძლივობა:7 დღე.
მოსალოდნელო შედეგი:პოულობს, ირჩევს და იყენებს გზებს ობიექტებს შორის მანძილების გასაზომად.იყენებს დამხმარე ტექნიკურ საშუალებებს,ადგენს ნახაზს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სამუშაო ფურცლები,სიგრძის საზომი ხელსაწყოები,სამუშაო იარაღები.
პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები დაიყოფიან ორ ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს დაევალება თითო ვარიანტის განხილვა. პირველი ჯგუფი განიხილავს –„ხვარის“ ვარიანტს,მეორე ჯგუფი–„დიდქოთის“ ვარიანტს.მოსწავლეები ჩაატარებენ საჭირო გაზომვებს,გაარკვევენ ხომ არ არის საჭირო დამატებითი რეზერვუარის შექმნა, რომელ ნიადაგში უფრო ადვილია მილების ჩაწყობა და შეადგენენ
საჭირო ნახაზს და თიუთოეული ჯგუფი გააკეთებს თავისი ნამუშევრის პრეზენტაციას სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთნ და დირექციასთან ერთად და აირჩევა უკეთესი ვარიანტი.
პროექტის ხელმძღვანელი:ირმა რეხვიაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:irma.rex @gma.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:irmarex.blogspot.com